Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: თუ მმართველი პარტია მეტყვის რომ უნდა წავიდე, ხვეწნა არ დამჭირდება

11 ივნისი, 2018 0:29

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში გადადგება თანამდებობიდან, თუკი ამას ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია ეტყვის. 

ამის შესახებ წულუკიანმა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

წულუკიანის თქმით, მისი გადადგომის მოთხოვნის ლეგიტიმაცია არ აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთეს შესაბამისი განცხადება.

„თუკი მმართველი პარტია, რომელიც არის მთავრობის უფროსი, მეტყვის რომ მე უნდა წავიდე ჩემი თანმდებობიდან, რა თქმა უნდა არც ხვეწნა დამჭირდება და არც ბევრი ყიჟინი. მაგრამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში გატარდეს მხოლოდ ის რეფორმები, რომლებიც მხოლოდ მათ სურთ და ისე, როგორც მათ სურთ, რა თქმა უნდა მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ. 

თუკი მათი მოთხოვნა არის სხვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რადგან საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა დაიწყო,  და ამაში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო, რომლის მთავარი ფუნქცია არის სანამ კანდიდატად არ განუცხადებია საკუთარი თავი, არის ერთადერთი და უზენაესი - ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ჩემ ნორმალურ ფუნქციონირებას. სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე პოლიტიკურ პროცესთან და მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველი პარტია ან ჯაბანის პოზიციიდან გამოვა ან დამარცხებული. 

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ სტაბილურობა გაგრძელდეს, რომ ოქტომბერში თავისუფალი სამართლიანი არჩევნები შედგეს და შემდეგ უკვე როცა მოუწევს, კონსტიტუციით საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი" - თქვა წულუკიანმა. 

წულუკიანი: არცერთ ამ არასამთავრობოს არ უნდა, ბოლომდე ჩაიხედოს ხორავას ქუჩის ტრაგედიაში

ერთი კვირის წინ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომა 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოითხოვა. დღეს წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა აქციაზე ზაზა სარალიძემაც გააჟღერა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^