Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შესაძლოა, პროცესის დახურვა მოვითხოვოთ“ - ზვიად დევდარიანის ადვოკატი

11 ივნისი, 2018 15:09

„მე თავიდანვე ვთქვი, რომ შესაძლოა, მოვითხოვო შუამდგომლობით პროცესის დახურვა. ამიტომ დეტალების გასაჯაროებას არ ვაპირებ. იმიტომ დადგება ეს შუამდგომლობა, რომ პროცესი იყოს დახურული." - განუცხადა დღეს საქალაქო სასამართლოსთან ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს. 

7 ქალი, რომელსაც ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ  შეიტანა სარჩელი დევდარიანმა.  ზვიად დევდარიანი მათ ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება. მან დღეს 8 მოპასუხე დაასახელა, ოთხი კი არა.

„მე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, მობრძანდნენ სასამართლოში და აქ სამართლებრივ სივრცეში გავარკვიოთ მტყუან-მართალი. ეს არის პრეცედენტული საქმე და იწერება ისტორია. ეს არის პრინციპული შემთხვევა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, უნდა გავიზარდოთ. 

არ დავასახელებ იმ 4 ე.წ. მსხვერპლს. ჩვენ ვუფრთხილებთ მათ პირად ცხოვრებას. არ მიმაჩნია სწორად, რომ საჯაროდ დავასახელო მათი სახელი და გვარები. არ არის გამორიცხული, ამ მოტივით სასამართლოს დახურვაც კი მოვითხოვოთ. ადამიანის პირადი ცხოვრება ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ღირებულია." - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

ერთ-ერთი მოპასუხეა თამარ ჩერგოლეიშვილი. მან ასევე ახსენა ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“. მისი თქმით, გამოცემა „ტაბულა“ მოპასუხე არ არის და სარჩელი მოხვდა იმიტომ, რომ გახმაურებული ფაქტების უარყოფას „ტაბულას“ მეშვეობით მოითხოვენ. 

„სიტყვის და გამოხატვის კანონი მოითხოვს იმ გამოცემის მითითებას, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს უარყოფა. ჩვენ არც ერთი მედიასაშუალების მიმართ პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის კანონის ფორმალობა. სარჩელმა შეიძლება, განიცადოს ტრანსფორმაცია. ჩვენ დასაბუთებული გვაქვს, რატომ „ტაბულა“ და არა სხვა. ჩვენ გვინდა, რომ „ტაბულას“ მეშვეობით მოხდეს ამ ცნობების უარყოფა." - განაცხადა გაბუნიამ. 

შეკითხვაზე, თუ რატომ არის თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ-ერთი მოპასუხე, გაბუნიამ უპასუხა. 

„თუნდაც იმ ბოლო განცხადების გამო, რომელმიც მან გაავრცელა, რომ ზვიად დევდარიანი სექსუალური მანიაკია. რატომ არის ჩერგოლეიშვილი სიაში, ამას სასამართლოზე მოგახსენებთ. ჩემი სამართლებრივი სტრატეგიიდან გამომდინარე, სასამართლოზე დავასაბუთებ, რატომ ვუჩივით თამარ ჩერგოლეიშვილს." - თქვა გაბუნიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^