Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის ნაწილისთვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია - UNICEF

12 ივნისი, 2018 13:34

ზოგიერთი შინამეურნეობის სამედიცინო  მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია,- ასეთია „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ (2017) ერთ-ერთი მიგნება. 

ჯანდაცვის ხარჯები „კატასტროფულად“ მიიჩნევა, თუ იგი შინამეურნეობის ხარჯების 10%-ზე მეტს ან შინამეურნეობის არასასურსათო ხარჯების 25%-ზე მეტს შეადგენს. 

მაგალითისათვის, კვლევის თანახმად, სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაღებული ხარჯები კატასტროფილი აღმოჩნდა შინამეურნეობების დაახლოებით 34%-სათვის, რაც 2015 წლის მაჩვენებელს თითქმის 30%-ით აღემატება. 

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მედიკამენტების ღირებულება სახელდება. 

კვლევის თანახმად, შინამეურნეობების დაახლოებით 28%-მა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. 

2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებების მქონე შინამეურნეობების პროცენტული წილი საგრძნობლად შემცირდა. 

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისტვის საჭირო ინფორმაციის შგროვებას ისახავს მიზნად. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - კვლევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^