2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.
კვლევის თანახმად, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 64% დადის საბავშვო ბაღში. ქალაქში ბავშვების მეტი რაოდენობა (78%) დადის საბავშვო ბაღში, ვიდრე სოფლად (51%).
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, 3-5 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. არასაკმარისი ადგილების გამო კი ბავშვების თითქმის 5% ბაღებში ვერ დადის.
როგორც კვლევის ანგარიშია ნათქვამი, ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას. სკოლაში დასწრების მაჩვენებელი, უფრო მაღალია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმდიდრესი ოჯახებიდან (98%) არიან, ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომლებიც უღარიბესი ოჯახებიდან (81%) არიან.
კვლევის თანახმად, განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება 18 წლის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. უფრო კონკრეტულად კი, უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს უღარიბესი ოჯახების ბავშვების თითქმის 5%, უმდიდრესი ოჯახებიდან კი ბავშვების 77%.
რა გავლენა აქვს სიღარიბეს განათლებაზე
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისტვის საჭირო ინფორმაციის შგროვებას ისახავს მიზნად. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.