საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე „შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი".
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სხდომაზე ყველა საკითხზე ისაუბრეს, რაც დღეს აქტუალურია.
„შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი. წინადადებები და მოსაზრებები იყო ამის თაობაზე, თუმცა განხილვა არ ყოფილა. მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე. უმრავლესობის სხდომაზე ყველა საკითხზე ვმსჯელობთ, რაც კი აქტუალურია. საუბარი იყო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ შედეგებზე, რამაც ჩვენი მოსახლეობის ჭარბვალიანობა გამოიწვია. გვჭირდება ეფექტური ზომები. რომ დავიცვათ მოსახლეობა ამისგან, რადგან ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ქართული ოცნების" სხვა წევრები პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ამბობენ, რომ შეხვედრაზე მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე არ უსაუბრიათ.
„ქართული ოცნების" წევრები უარყოფენ, რომ სხდომაზე მთავრობაში საკადრო ცვლილებები განიხილეს