Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს

13 ივნისი, 2018 12:38

უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევები. მთავრობა უნდა გადადგეს, ეს საკითხია დღის წესრიგში დასაყენებელი", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეხებოდა და UNICEF-ის მოსახლეობის კვლევას შეეხებოდა. 

 „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული ეროვნულ დონეზე, მოსახლეობის 5%, ბავშვების 7% და პენსიონერების 4% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად კი, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში - 4.5%.

2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა დაახლოებით 3%-ით გაიზარდა, მოსახლეობისა - 3%-ით, ბავშვების - 4%-ით  და პენსიონერების 2%-ით.

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - კვლევა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^