საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბრობენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისინი აღნიშნავენ, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკურ გუნდშია მოსალოდნელი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეკონომიკურ გუნდში, ალბათ, იქნება ცვლილება, რადგან პრემიერის შეცვლა, სწორედ, ეკონომიკასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია.
„ძალოვან სტრუქტურებში არ ველოდები ცვლილებებს. კატეგორული წინააღმდეგი ვიქნები იუსტიციის მინისტრის გადაყენების ან შეცვლის, რადგან მას სერიოზული პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე. ის აუცილებლად ბოლომდე უნდა დარჩეს", - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.
თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე დაასახელა. „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობდნენ.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი 2018 წლის 13 ნოემბერს გახდა. მანამდე ის სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო.