თინა ბოკუჩავას შეკითხვაზე, თუ რატომ შესწირა 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა:
„ჩემ მიერ გადარიცხულ თანხაზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე მაქვს პირდაპირი პასუხი - არა, მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს ენმ-სთვის. თქვენ 2012 წელს, იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას", დაეფინანსებინა პარტია, ადეკვატურად შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოიყენეს მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე - მე 2012 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის ოქტომბერს ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან" - თქვა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.