Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთმნიშვნელოვნად არკონსტიტუციური ნაბიჯი იქნება" - მშვენიერაძე სერგი გვარჯალაძის იდეაზე

21 ივნისი, 2018 18:32

„ღამის ეკონომიკის“  პროექტის მენეჯერის, სერგი გვარჯალაძის იდეაზე, რომელიც ქუჩის მუსიკოსების რეგულირებას ეხება, GDI-ის იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური ნაბიჯი იქნება. 

გვარჯალაძე: ზოგიერთი ქუჩის მუსიკოსი ვნებს მოქალაქეების ყურს, ეს საკითხი მოსაწესრიგებელია

როგორც იურისტმა „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იქნება შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა და მსგავსი ტიპის საქმიანობის რეგულირება კონსტიტუციურ ფარგლებს სცდება.

„თუკი საუბარია იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ქუჩაში მღერის, მისი სიმღერის მოწონება-არმოწონების ანუ გემოვნების საკითხი დგება, ეს იქნება განმსაზღვრელი, მიეცემა თუ არა მას საკუთარი შემოქმედების საჯარო  წარდგენის შესაძლებლობა, ეს არის ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლებაში, მათ შორის, შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლებაში  ჩარევა და ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური ნაბიჯი იქნება.  

კონსტიტუციური შეზღუდვა შესაძლებელია, ორ შემთხვევაში არსებობდეს, ანუ ე.წ. სანებართვო-სალიცენზიო საქმიანობაში, თუკი ან საქმიანობაა რეგულირებადი ან თუ იყენებ ამოწურვად რესურსს. აქ, რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანზე არ გვაქვს საუბარი. ამიტომ  მსგავსი ტიპის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი იქნება.

მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სერგი გვარჯალაძემ ისე წამოისროლა ეს სიტყვები, მის ნამდვილ არსზე არ უფიქრია. მას არ უფიქრია, რომ ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ უფლებაზე მსჯელობდა, როგორიცაა შემოქმედებითი გამოხატვა. 

თუმცა კარგია, რომ  ასეთ წამოცდენებზე საზოგადოება სწრაფად ახდენს მობილიზებას და  ჩვენი საზოგადოება უკვე ძალიან მკაცრად და სათანადოდ რეაგირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ეს სასიხარულოა, თუმცა სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა შტო - სასამართლო, თვითმმართველობა, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო  სულ უფრო ხშირად ასახელებენ  ასეთ ინიციატივებს, რაც არ არის კარგი მაჩვენებელი“, - ამბობს „ლიბერალთან" იურისტი გიორგი მშვენიერაძე. 

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის მენეჯერმა დღეს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ  ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს: „ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია".

მოგვიანებით მან Facebook-ზე აღნიშნული საკითხი განმარტა. 

„ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს, მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტ სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“, - წერს სერგი გვარჯალაძე Facebook-ზე.

„არა მგონია, სწორი იყოს გემოვნების რეგულირება“ - ზაზა ხუციშვილი სერგი გვარჯალაძის იდეაზე

გვარჯალაძე: გვინდა, ის ადგილები შევთავაზოთ მუსიკოსებს, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^