პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სადაც ეკონომიკასთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა, კითხვა საგამოცდო ცენტრების კონდიცირებაზე დაუსვეს.
„ეს არათუ ლოგიკურია, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც, ალბათ, უკეთ შეიძლებოდა. მე გავერკვევი დეტალებში, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
"კონდიციონერი წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება" - მაია მიმინოშვილი