Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო"- ლია გიგაურის და ბრალდებებს პასუხობს

02 ივლისი, 2018 18:07

„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო, აუცილებლად მასალები დამჭირდება კიბერბულიგთან დაკავშირებით:  ვინ რას აკეთებდა, რას ტვირთავდა; ჩემი ექაუნთი გამოიყენა. მე დავინტერესდები, გუგლსაც მივწერ, ბოლომდე ჩავყვები.  ახლა მოუნდათ, რადგან ჩემი და თანამდებობის პირია?! ფანტაზიასაც ხომ აქვს საზღვარი“,  - ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილის დამ, ლალი გიგაურმა „ლიბერალს“ სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში მოყვანილი ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვებს. 

„დიოგენეს" საჩივარი სამინისტროს - რა კავშირი აქვს გიგაურის დას გრიფირების კონკურსთან

„ლიბერალმა" ჰკითხა, მუშაობდა თუ არა ის მე-5, მე-6 კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოებზე, რომლებიც გრიფირების კონკურსზე წარადგინეს და ასევე, იცნობს თუ არა შეთანხმების დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ის ისტ-ის სახელმძღვანელოს სრულუფლებიანი თანაავტორია. ამავე შეთანხმებაში წერია, რომ გიგაურის, როგორც ავტორის სახელი და გვარი წიგნზე მხოლოდ მას შემდეგ წაეწერება, რაც მას ამის იურიდიული უფლება მიენიჭება. 

მისი თქმით, მას არ უმუშავია სახელმძღვანელოზე. კითხვას შეთანხმების დოკუმენტის შესახებ კი ასე უპასუხა: „შეიძლება ვიღაცამ სპეციალურად გააყალბა, ვისაც წვდომა ჰქონდა დრაივზე“, - ამბობს ლალი გიგაური. 

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არ ის მე-5, მე-6 კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოების კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რეცენზენტი, უპასუხა, რომ არ ყოფილა  და ასევე, მას არ აუტვირთავს გუგლდრაივში ის დოკუმენტები, რომლებიც სტუდია „მონიტორის“ ფილმშია ასახული. 

სტუდია „მონიტორმა“ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. 

მონიტორის მიერ მომზადებული ფილმის მიხედვით, გრიფირების კონკურსის მონაწილე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დაა, რაც კანონმდებლობით, საია-ს იურისტების თქმით, აკრძალულია.

ამავე ფილმის მიხედვით, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც კანონმდებლობით კონფიდენციალურია.

გრიფირების კონკურსის ბოლო ეტაპზე სწორედ ის წიგნი გადავიდა, რომლის მომზადებაშიც, სავარაუდოდ, ლალი გიგაურია ჩართული, თუმცა სახელმძღვანელოს ჯერ გრიფი მინიჭებული არ აქვს, რადგან გამომცემლობა „დიოგენემ"  გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თამარ ლებანიძის თქმით, თუ აპელაცია არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, მაშინ სასამართლოს მიმართავენ.

მისივე თქმით, მან სამინისტროში ყველა ის მტკიცებულება წარადგინა, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ლალი გიგაური, ერთი მხრივ, მონაწილეობდა სახელმძღვანელოს შექმნაში, მეორე მხრივ კი, „დიოგენეს“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს რეცენზენტი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^