Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებდა, შსს-მ შეწყვიტა

03 ივლისი, 2018 21:24

შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია „მარგიო" იმარჯვებდა, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის მოთხოვნით შეწყდა. 

შესაბამისი დოკუმენტაცია 3 ივლისს გამოქვეყნდა

„ჩვენი 2018 წლის 19 ივნისის #1449281 წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ< რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეწყდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2018 წლის 21 ივნისს გამოცხადებული NAT180009428 აუქციონის გარეშე ელექტრონილი ტენდერი" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც შსს-ს მომსაუხრების სააგენტოს დირექტორს ამავე სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი მიმართავს. 

ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე 8 წლის წინ, ოპერაცია „ენვერის” ფარგლებში „გრუსთან” თანამშრომლობას აღიარებდა, სტუდია „მონიტორის“ გამოძიების თანახმად კი, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მილიონობით ლარის ტენდერებს იგებდა.

თავდაცვის სამინისტრო „მონიტორის" გამოძიებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს".

რას ამბობს სამინისტრო იმ პირის მიერ ტენდერების მოგებაზე, ვინც ჯაშუშობას აღიარებდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^