Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იწვევს თუ არა ღვიძლის სიმსივნეს C ვირუსის ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა?"

05 ივლისი, 2018 11:42

„არ გამოვეხმაურებოდი რაღაც ყვითელ გაზეთში გამოქვეყნებულ სამედიცინო ჭორაობას, რომელსაც სამეცნიერო დებატებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტები ძალიან აღელდნენ (სამართლიანადაც), საჭიროდ ვთვლი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განმარტებას ამ თემის შესახებ: „იწვევს თუ არა ღვიძლის სიმსივნეს C ვირუსის ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა?" სანამ ამ ვრცელ პოსტს წაიკითხავთ, რომ არ ინერვიულოთ მოკლედვე გეტყვით: „არა!". ახლა განვაგრძობ მათთვის, ვისაც არგუმენტები აინტერესებს" - სოციალურ ქსელში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩევლის, მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუს ლაბორატორია „ლიმბახის" დიაგნოსტიკური ევროპული ჯგუფის ექიმი ჯაბა ზარქუა ეხმაურება.

მალინა ბერიკაშვილთან ინტერვიუ გუშინ გამოქვეყნდა. სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის მკურნალობის შემდეგ პაციენტები თურქეთში სიმსივნის დიაგნოზით ჩადიან.

"ეს უპასუხისმგებლობაა"- სპეციალისტები C ჰეპატიტის პროგრამაზე გავრცელებულ ინფორმაციას აფასებენ

ჯაბა ზარქუას თქმით, C ჰეპატიტის ვირუსის მკურნალობასთან სიმსივნით დაავადებული პაციენტების რაოდენობის მატებას კავშირი არ აქვს. 

1. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალბატონმა მალინამ, ერთ-ერთი თურქული კლინიკის კოორდინატორმა, ქართველი პაციენტების რაოდენობის მატება დააფიქსირა და ეს დაუკავშირა C ვირუსის მასობრივ მკურნალობას. ეს არის ძალიან უხეში მანიპულაცია! ასეთი დასკვნები ასე ჰაი-ჰარალოზე არ კეთდება. ასე რომ, ეს საკითხი ბევრ დებატს არ საჭიროებს. ზუსტად იმავენაირად შეეძლო დაეკავშირებინა პაციენტების რაოდენობის მატება ქუჩის აქციებთან, კვირიკაშვილის გადადგომასთან, ფეხბურთის ჩემპიონატთან და ა.შ. არ ვაბუქებ, უბრალოდ გაჩვენებთ რამდენად არასაკმარისია მისი პირადი დაკვირვება ამ ორი ფაქტის დასაკავშირებლად. 

2. ეს კითხვა მართლა გაჩნდა სამეცნიერო წრეებში და ყველაფერი დაიწყო 2016 წლის მიწურულს (თუ სწორად მახსოვს), ბარსელონას ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც თითქოს აფიქსირებდნენ HCC რისკის შესაძლო მატებას. 

3. ამას მოჰყვა ძალიან ცხელი დებატები. ჩატარდა უამრავი კვლევა და გამოქვეყნდა უამრავი სტატია. კონგრესებზე ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ეს იყო. საბოლოოდ კი, ზღვა მასალამ არათუ გააქარწყლა ამ ჯგუფის მიერ გამოთქმული ეჭვები, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო - წარმატებული მკურნალობა არათუ იწვევს, არამედ დაბლა სწევს კიბოს განვითარების რისკს! დღეს ეს საკითხი აღარ არის ჩვენს სფეროში ასეთი ცხელი თემა, რადგან უკვე ძალიან მყარი მონაცემები დაგროვდა და საკითხი ამოიწურა, შეიძლება უკვე მყარად ითქვას.  

4. კომენტარების გრაფაში იხილეთ როგორც ამ ქალბატონის განცხადება, ასევე რამდენიმე ბოლო კვლევის (რამდენიმესი მხოლოდ, სრული რისერჩი ცხადია არ გამიკეთებია, რადგან ძალიან ბევრი მასალაა და „ფეისბუქი" არაა ის სივრცე, სადაც სამეცნიერო ინფორმაცია დეტალურად უნდა დავამუშავოთ) ლინკი. დასკვნებს ქართულადაც გითარგმნით, რომ ყველამ წაიკითხოს. მსგავსი მტკიცებულებები ათჯერ მეტია, უბრალოდ ყველაფერს აქ თავს ვერ მოვუყრი და ამ საკითხზე თუ ვინმე დეტალურ სამეცნიერო მუშაობას აპირებთ, თავად დასერჩავთ, ჩემი დახმარების გარეშე. 

5. მშვიდად იყავით პაციენტებო, ნუ აჰყვებით ჰაი-ჰარალოზე გასროლილ მოსაზრებებს. ქალბატონი მალინას კი არა, დიდი მეცნიერების პირადი დაკვირვებები არ ნიშნავს დღეს ბევრს არაფერს. სხვანაირად მუშაობს დღეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა", - წერს ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^