Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ჩლუნგი და გარყვნილი კაცია" - რის უარყოფას ითხოვს დევდარიანი

06 ივლისი, 2018 13:30

ზვიად დევდარიანმა 11 პირის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ღიად დაასახელა 7 ქალის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც შეიტანა სარჩელი,  ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან (მათი, ვინც დევდარიანს შევიწროებაში სდებს ბრალს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით), თავი შეიკავა.

7 ქალი, რომელსაც ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

თავდაპირველად სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი დაახარვეზა, თუმცა, მოგვიანებით წარმოებაში მიიღო. 

7 ქალს, რომელსაც დევდარიანი უჩივის, სარჩელი ოფიციალურად ჯერ არ ჩაბარებიათ თუმცა სასამართლოს ვებგვერდის საშუალებით შეძლეს სარჩელს გაცნობოდნენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ კაკაბაძე ერთ-ერთია, რომელსაც ზვიად დევდარიანი უჩივის. 

ეს არის ამონარიდი თამარ კაკაბაძის წინააღმდეგ შედგენილი სარჩელიდან. თამარ კაკაბაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სარჩელის მიხედვით, ზვიად დევდარიანი უჩივის მას შეფასებების გავრცელების გამო.

„მას აქვს მოშველიებული ფესიბუქსქრინები, რაზეც აპელირებს, რაც არის მისი განცხადებების თუ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ ჩემი შეფასებები. ჩემი შეფასების სტილი, როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს, ვიღაცას შეძლება მოეწონოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ძალიან სამწუხაროა, რომ არაეთიკურ გამონათქვამებსა და შეფასებას ის ასაღებს მოცემულობად და ფაქტად", - ამბობს თამარ კაკაბაძე. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს საქმე განწირულია და ნამდვილად იქნება პრეცედენტული, რადგან ზვიად დევდარიანი მას „დაჰაჰავებაზე“ უჩივის. 

„არ მგონია მსოფლიოში არსებობდეს სარჩელი, სადაც ერთ-ერთ მტკიცებულებად „დაჰაჰავებას“ იშველიებდეს რომელიმე მხარე", - ამბობს თამარ კაკაბძე. 

სარჩელის მიხედვით, ზვიად დევდარიანი მოითხოვს თამარ კაკაბაძემ უარყოს მისი შეფასებები. 

ერთ-ერთი მოპასუხეა ნინო დანელია. ის გაეცნო სარჩელს.

სარჩელის მიხედვით, ზვიად დევდარიანი მოითხოვს, რომ ნინო დანელიამ უარყოს მის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული მოსაზრება ამავე ფორმით, ანუ ფეიბუქზე დაწეროს - „სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ჩლუნგი და გარყვნილი კაცი". 

ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ 

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება

ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. 

„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.

ამავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ. 

ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს. 

3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^