Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თუ ჰგონიათ, რომ გავუტარებ [ქილიკს] სამართლებრივად, ძალიან შემცდარან" - დიმიტრი გაბუნია

09 ივლისი, 2018 13:56

„მიმდინარეობს ქილიკი კონკრეტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით და დაცინვა ზვიად დევდარიანის“ - ამის შესახებ ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ციტატები, რომლებიც მოპასუხეებს ავალდებულებს დაწერონ, რომ „სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ჩლუნგი და გარყვნილი კაცია", შესაძლოა სასცილოდ ჟღერს, თუმცა სარჩელში სასამართლოს დავალებით ჩაწერეს.

მისი თქმით, მას სარჩელი თავდაპირველად სხვანაირად ჰქონდა შედგენილი და სწორედ ამიტომ არ მიიღო იგი თავდაპირველად სასამართლომ წარმოებაში. იგი მოპასუხეებს მოუწოდებს, „შეწყვიტონ ეს ცილისმწამებლური კამპანია და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები“.

„სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ჩლუნგი და გარყვნილი კაცია" - რის უარყოფას ითხოვს დევდარიანი

„ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, მათ შორი ჩემი, უფლებადამცველის და ადვოკატის: თუ მაგათ ჰქონიათ, რომ გავუტარებ სამართლებრივად, ძალიან შემცდარან. ვაფრთხილებ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული უფლებადამცველების და ადვოკატების მიმართ მთელი რიგი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან. და შეწყვიტონ ეს ფეისბუქ სასამართლო. აქვე გნავმარტავ: ის ციტირება შესაძლოა სასაცილოდ ჩანდეს, რომ სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი, არ არის რაღაც და არ მინდა ასეთი უწმაწყრუ სიტყვების... ეს არის სასამართლოს დავალებით გაკეთებული. სასამართლომ გვთხოვა, რომ ეს ციტატები, რომლებიც ჩვენ ვთვლით, რომ არის შერაცხმყოფელი, დაგვეწერა. ამიტომ არ მიიღო პირველი სარჩელი წარმოებაში, მე სხვანაირად მქონდა შეტანილი. და თუ ვინმეს ჰქონია რომ ზვიად დევდარიანმა ამიტომ შეიტანა ეს სარჩელი, რომ „ის არ არის ეს“ ეთქვათ, ძალიან შემცდარან“ - თქვა გაბუნიამ.

ზვიად დევდარიანმა 11 პირის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ღიად დაასახელა 7 ქალის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც შეიტანა სარჩელი,  ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან (მათი, ვინც დევდარიანს შევიწროებაში სდებს ბრალს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით), თავი შეიკავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ კაკაბაძე ერთ-ერთია, რომელსაც ზვიად დევდარიანი უჩივის. 

ეს არის ამონარიდი თამარ კაკაბაძის წინააღმდეგ შედგენილი სარჩელიდან. თამარ კაკაბაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სარჩელის მიხედვით, ზვიად დევდარიანი უჩივის მას შეფასებების გავრცელების გამო.

„მას აქვს მოშველიებული ფესიბუქსქრინები, რაზეც აპელირებს, რაც არის მისი განცხადებების თუ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ ჩემი შეფასებები. ჩემი შეფასების სტილი, როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს, ვიღაცას შეძლება მოეწონოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ძალიან სამწუხაროა, რომ არაეთიკურ გამონათქვამებსა და შეფასებას ის ასაღებს მოცემულობად და ფაქტად", - ამბობს თამარ კაკაბაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^