საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში თანამდებობას ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„მცირე მთავრობის" შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.
პარლამენტისადმი წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის სამი ახალი კადრია:
1. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;
4. თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
5. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
7. საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
8. ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
9. შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;
10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი დანიშნა.
სამინისტროების ძველი სახით გაუქმების გამო მინისტრის თანამდებობაზე აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.