Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბარი: ერთი თვის ხელფასს გადაიხდის კომპანია, მისი გაჩერების შემთხვევაში სახელმწიფო ჩაერევა

16 ივლისი, 2018 19:43

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი-ის“ მიერ „საქნახშირის“ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე განაცხადა, რომ ჯერ უნდა მოხდეს მომხდარის შესწავლა და კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული. მისი თქმით,  ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომპანიაც იქნება ჩართული. 

„კომპანიასთან მოლაპარაკებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შემდეგი ერთი თვის ხელფასს გადაიხდის კომპანია, ხოლო თუ შემდეგ გაგრძელდა შახტის გაჩერება სახელმწიფო ჩაერევა. კონკრეტულად რა მოცულობით, რამდენი ხნით, ამ საკითხებზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი არ დაზარალდეს“,-განუცხადა სუბარმა „ლიბერალს“. 

____________________________________________ 

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

„მითხრეს, თანხას მოვიტანთო - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ტყიბულში დაღუპული მეშახტის შვილი

შსს: შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქებისას კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^