„ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ TV პირველის ეთერში დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან პარტიის ლიდერებს თანაგუნდელებთან კონსულტაციები ან წინასწარ საუბარი, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას აპირებდნენ, არ ჰქონიათ.
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო. რაც შეეხება მის პარტიაში დარჩენას, როგორც განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობასთან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს განიხილავს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას და პარტია დატოვოს.
„თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს ვაგრძნობინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ მაგის მერე, ეგ რა კაცობაა. სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება, გარიცხოს. ეთიკურობა ძალიან შეფასებითია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" პარტიიდან გარიცხეს
ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: სიმართლის მოსმენა უჭირთ, ეს გახდა „ქართული ოცნების“ პრობლემა