Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი, 2018 15:42

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს, დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

სახელმწიფო ბრალდება მას გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მისი განმარტებით, არსებობდა რეალური, დასაბუთებული საფუძველი, რომ ბრალებული მიემალებოდა გამოძიებას და მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლიდა ხელს.

„არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მთელი ეს არგუმენტები, რომელიც სასამართლო პროცესზე იყო გაცხადებული, სასამართლომ სრულად გაიზიარა. დაცვის მხარემაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და საბოლოო ჯამში, სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სრულად გაიზიარა, ბრალდების პოზიციები და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეცვალა ჩვენებები და შესაბამისად, შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს",- განაცხადა პროკურორმა. 

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავა

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი შეფასებით, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია. ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას ინფორმაციით, საქმეში არ არიან ისეთი მოწმეები, რომლებიც ბრალდებულ მოზარდს რაიმე დანაშაულის ჩადენაში ამხელენ. ასევე, არ არსებობს არანაირი არსებითი გარემობა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემამ შეცვალა.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან არ გაითვალისწინა არც არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლები, არც დანაშაულის სიმძიმე, არც მისი გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დაუშვებელია არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება, თუკი შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, უფრო მსუბუქი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ კანონით დადგენილი წესით“,- განაცხადა ადვოკატმა. 

ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულის ადვოკატი: არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. ორი დღის წინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით,  დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^