ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თამაზ ახობაძის საქმეზე უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
უზენაესმა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახობაძე უნდა აღადგინონ იმ თანამდებობაზე, რომლიდანაც გაათავისუფლეს და განაცდური აუნაზღაურონ.
საის შეფასებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ შეახსენა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად კანონიერი და დასაბუთებული.
"ცენტრი ვალდებულია აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში, იმის მიუხედავად დაასაქმა თუ არა სადავო პოზიციაზე სხვა დავის პროცესში, და გადაუხადოს მას იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე." - ნათქვამია საიას განცხადებაში.
თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო და იგი არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
განაცხადება სრულად.