„ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს“,- ამის შესახებ „ლიბერალს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება, მას შემდეგ რაც სპეცოპერაცია დასრულდება.
პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, ამის გამო, მთავრობის რეაგიერება იქნება მკაცრი და ახალი რეგულაციებიც დაწესდება.
მამუკა ბახტაძე: ხე-ტყის უკანონო ჭრის შესამცირებლად მთავრობა მკაცრ ზომებს გაატარებს
ხაიშსა და ჭუბერში სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა გაავრცელეს.
“ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით, დაახლოებით, 1000-12000 პოლიციელია შემოსული ხაიშსა და ჭუბერის თემებში. ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მუშაოს. არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება… მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება!“,- წერს ადგილობრივი, ზურაბ ნიჟარაძე.
ფოტო: სვანეთის ხაიში