
ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთი კვირის ვადაში ხაიშში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაბრუნდება, რომ „ხალხთან ერთად ვიფიქროთ განვითარების გზებსა და პირობებზე“.
სუბარის განცხადებით, ჯებირები ადგილობრივებმა უკვე მოხსნეს. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილის მოქმედება „კანონის ზღვარზე“ გადის.
„მაგრამ კარგად ვიცი ამ ხალხის მდგომარეობა, მათი ძირითადი შემოსავალი ხე-ტყეა და უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ალტერნატიული შემოსავალი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და შემდეგ დასძინა - „მე როცა ვთქვი, რომ ხალხის გარკვეული ნაწილის მოქმედება კანონის ზღვარზე გადის, ცოტა რბილი ნათქვამი იყო, სინამდვილეში სახელმწიფოს აქვს უფლება ძალიან ლეგიტიმური ქმედებები ჩაატაროს და ამ მხრივ საქართველოს რომელიმე ტერიტორია გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად გვიხდება გავითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები და რა არის ეს გარემოებები - ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, შესაბამისად ხალხს ძალიან უჭირს“.
სოზარ სუბარმა ხაიშში არსებული მდგომარეობა ტყიბულისას შეადარა.
„ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში მეწარმე, რომელიც იტყვის, რომ მე ვხურავ ჩემს შახტებს იმიტომ, რომ არ არის მომგებიანი, ვერაფერს იზამ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ გამოსავალს იმიტომ, რომ იქ ამ ადამიენების შემოსავალი, არსებობა დგას საფრთხის წინაშე, ასეთი საკითხი არის აქაც“.
„ხე-ტყის მოპოვება არსებობის საშუალებაა, ეს თვითმიზანი არ არის" - ზურაბ ნიჟარაძე
საგამოძიებო: სვანეთში ხე-ტყის მოპოვების კანონიერებას ვამოწმებთ, მოსახლეობა ხელს გვიშლის
ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს