„ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 9 პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სენაკში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როგორიც „ჩვენ ამაყ ხალხს არ შეეფერება“.
ნაციონალურმა მოძრაობამ და კიდევ 9 პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
„ამ არჩევნებში მონაწილეობის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვიგოთ არჩევნები და აუცილებლად მოვიგებთ, დავნიშნოთ ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები და ბიუჯეტში ყველა გათავისუფლებული თანხა, რაც ადვილად გაკეთდება, გადავიტანოთ სოციალურ პროგრამებზე. იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, მამები, დედები. იმისთვის, რომ ქართველ ადამიანს არ უწევდეს ემიგრაციაში წასვლა ოჯახის გამოსაკვებად, ბავშვები დედის გარეშე არ იზრდებოდნენ, ჩვენი ვაჟკაცები არ დადიოდნენ უმუშევრები და არ გრძნობდნენ თავს ღირსება აყრილად, იმიტომ რომ სახელმწიფოს ავიწყდება ის, რომ მამაკაცი უნდა შრომობდეს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.