საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურია.
მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმებაზე გირჩის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა
მაგრამ სანქციები კვლავ რჩება მარიხუანის ფლობის შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, როგორც იურისტი გიორგი ჩიტიძე Facebook-ზე განმარტავს:
- გამომშრალი მარიხუანის 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული ალტერნატიული სანქცია;
- ნედლი მარიხუანის 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული ალტერნატიული სანქცია;
- კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე;
- მარიხუანის შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.