Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთარგმნელი გამომცემლობის წინააღმდეგ - „სულაკაურის გამომცემლობა“ ქეთი ქანთარიას პასუხობს

31 ივლისი, 2018 17:01

მთარგმნელმა ქეთი ქანთარიამ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება პოლ ოსტერის რომანის თარგმანს. 

თავდაპირველად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ კომენტარისგან თავი შეიკავეს, მოგვიანებით კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მისი დირექტორი, თინა მამულაშვილი ამ თემაზე „ლიბერალს“ ესაუბრა. 

მამულაშვილის თქმით, თუ მას წიგნის გამოცემამდე ეცოდინებოდა ქეთი ქანთარიას პრეტენზიების შესახებ, რომ  თარგმანში თანხის გადახდა მოუწევდა, „ნიუიორკულ ტრილოგიას“ არ გამოსცემდა, რადგან ეს კომპანიისთვის მომგებიანი პროექტი არ არის. 

ქეთი ქანთარიას ნათარგმნი „ნიუიორკული ტრილოგია“ „სულაკაურმა“ პირველად 2008 წელს გამოსცა, მთარგმნელთან კონტრაქტისა და ჰონორარის გარეშე (პირველი გამოცემის შემთხვევაში, მთარგმნელს არ მოუთხოვია ჰონორარი). თუმცა დავის საგანი ამავე ტექსტის მეორედ, 2016 წელს გამოცემა გახდა. წიგნი მეორე შემთხვევაშიც ხელშეკრულებისა და ანაზღაურების გარეშე გამოიცა. 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მთარგმნელი ქეთი ქანთარია სასამართლოში უჩივის

„შეიძლება იურიდიული გადაცდომა იყოს ჩვენი მხრიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანმა გვაჩუქა თარგმანი, გადმოგვცა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას თურმე ერთჯერადად გადმოუცია და მეორედ უკვე პრეტენზიებს გამოთქვამდა. თავიდანვე რომ ეთქვა, ერთჯერადი გამოცემის უფლებას გაძლევთ ან მეორედ ამის უფლებას მე არ მოგცემთ, მე მინდა, რომ ეს თავიდან გამოვცე - წინასწარ რომ გვცოდნოდა, სანამ წიგნის ქართულად გამოცემის უფლებას შევიძენდით, არ იქნებოდა პრობლემა“, - ამბობს თინა მამულაშვილი. 

თინა მამულაშვილის თქმით, ქეთი ქანთარიამ თავიდანვე იცოდა წიგნის მეორედ გამოცემის შესახებ - „მან წიგნის ყდა დაგვიდასტურა“ -  ამას არც მთარგმნელი უარყოფს და გვიყვება, რომ გამომცემლობისგან მაშინ შეიტყო, „ნიუიორკულ ტრილოგიას“ მეორედ რომ გამოსცემდნენ, როდესაც კომპანიის თანამშრომელს სიმბოლურად შეატყობინა, რომ წიგნის გამოცემას თავად აპირებდა. ქანთარია ამბობს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს და რომ საკუთარ თარგმანზე საავტორო უფლება გამომცემლობას ჰქონდა და არა მას. როგორც ის გვიყვება, მოგვიანებით იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ დარწმუნდა თავის სიმართლეში. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

შეკითხვაზე, ქეთი ქანთარიამ გადასცა თუ არა გამომცემლობას საავტორო უფლება თარგმანზე, თინა მამულაშვილი გვპასუხობს:

ფაქტობრივად, ჩვენ გადმოგვცა. უბრალოდ, ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია იმიტომ, რომ იყო 2007 წელი და სამწუხაროდ, ბევრი რაღაც ზეპირი შეთანხმებით ხდებოდა. ჩვენი კანონმდებლობა ცნობდა ზეპირ შეთანხმებასაც. წიგნი რომ გამოიცა, აწერია, რომ საავტორო უფლება თარგმანზე აქვს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“. თუ ის ამას აპროტესტებდა და არ უნდოდა მას ჩვენთვის საავტორო უფლების გადმოცემა, ზეპირად ან წერილობით შეეძლო დაედასტურებინა, ანუ ჩვენ მისი ნებართვის გარეშე არ გამოგვიცია არც პირველი და არც მეორე წიგნი. მეორე გამოცემისას ერთადერთი ის იყო, რომ მას თავისი გამომცემლობა ჰქონდა, მას ჰგონია, რომ ჩვენ მის ჯიბრზე გამოვეცით ეს წიგნი. 

მთარგმნელი ქეთი ქანთარია კი ამბობს, რომ 2007 წელს, როდესაც ტექსტი გამომცემლობაში პირადი ინიციატივით მიიტანა, არც კი უხსენებია „ჩუქება“ ან „საავტორო უფლების გადაცემა“. როგორც თვითონ იხსენებს, ამაზე არც უფიქრია. 

გამომცემლობის დირექტორი ამბობს, რომ წიგნის გამოცემის შემდეგ მთარგმნელი უარს ამბობდა კომპანიაში მისვლასა და მოლაპარაკებაზე. თუმცა კომუნიკაცია მთარგმნელის ადვოკატთან ჰქონდათ და, მისივე თქმით, ქანთარიას ადვოკატს დარჩენილი ტირაჟის გადაცემა შესთავაზეს, რაზეც მთარგმნელმა უარი თქვა.

ქანთარია ამბობს, რომ მის ადვოკატს კომპანიაში ტირაჟიდან დარჩენილი 300 ცალი წიგნის გადაცემა შესთავაზეს. 

„შეეძლო, აეღო წიგნების ტირაჟი. თავისი გამომცემლობა აქვს, წესით, ნორმალური შეთავაზებაა, შემიძლია,მთელი წიგნის ტირაჟი გადავცე, დარჩენილი რაც არის, თუ მას უნდა, რომ მისი შრომის კომპენსაცია მიიღოს რაღაცა სახით, მაგრამ ამაზეც უარი თქვა. ყველაფერზე უარი თქვა. მას უნდა გამომცემლობასთან დაპირისპირება“, - ამბობს გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი. 

მამულაშვილის თქმით, ქეთი ქანთარიას ადვოკატის პირობები ისევე არარელური იყო, როგორც 20-თეთრიან ფანქარში მოთხოვნილი 100 ათასი დოლარი. 

ორგანიზაცია „საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, რომ 2010 წლამდე არსებული კანონმდებლობით, თუ კონტრაქტში არ ეწერა, რომ საავტორო უფლება გამომცემლობას რჩებოდა, მაშინ საავტორო უფლება ავტორს ეკუთვნოდა. 2010 წლის შემდეგ კი კანონი გამომცემლობების სასარგებლოდ შეიცვალა.

„კონტრაქტი თუ არც პირველ შემთხვევაში არსებობდა და არც ახლა არსებობს, მაშინ, რა თქმა უნდა, ავტორი მართალია“, - ამბობს გიგა კობალაძე.

_________________________________________________ 

მთარგმნელის ადვოკატი გიორგი თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში გამომცემლობისგან მოითხოვს კომპენსაციას და თარგმანის გამოყენების აკრძალვას, ასევე წიგნის გაყიდვიდან ამოღებას.

„იქ საჭირო იყო, რომ გამომცემელს ჰქონოდა მთარგმნელის ნებართვა - ასეთი ნებართვა ბუნებაში არ არსებობს. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს არც კონტრაქტი და მისთვის ანაზღაურებაც არ გადაუხდიათ. „სულაკაურის გამომცემლობაც“ არ უარყოფს, რომ ჰონორარი არ გადაუხდიათ. ისინი ამბობენ, ჩვენ ასე მივიჩნიეთ, რომ ეს ჩვენი იყოო. ზეპირად ასე ამბობენ და სასამართლოზე რას იტყვიან, არ ვიცი“, - ამბობს თაქთაქიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^