Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორის სასამართლომ შსს-ს მოთხოვნა ჟურნალისტ გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებაზე არ დააკმაყოფილა

03 აგვისტო, 2018 15:19

გორის სასამართლომ სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს. 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გვანცა დოლუაშვილის შესაძლო ბრალეულობის დასამტკიცებლად. 

„შსს, დაიწყე ბოდიშით“ - გორში ჟურნალისტ გვანცა დოლუაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გორის ერთ-ერთ ქუჩაზე გაკეთებული წარწერის - „მკვლელი ქუჩაშია" გამო მოითხოვდა. შსს-ს მიერ აღძრული საქმე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობოდა და სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ იყო,“ - ავრცელებს რადიო. 

არ არის ცნობილი, გაასაჩივრებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე:

შსს, საპროტესტო წარწერების გამო, რადიო „მოზაიკის“ დირექტორის დაჯარიმებას მოითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^