
საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების ზუსტ თარიღს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ აპლიკანტები საკუთარი ქულების ნახვას 17 აგვისტოს შეძლებენ.
როდის შეძლებენ მაგისტრანტობის კანდიდატები უნივერსიტეტებში რეგისტრაციას
ერთიანი ეროვნულ გამოცდების შემთხვევაში კი თითქმის ყველა საგნის შედეგები უკვე ცნობილია, დარჩენილია მხოლოდ ლიტერატურის გამოცდის შედეგები. NAEC-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ საგნის გამოქვეყნების თარიღი ხვალ, 8 აგვისტოს, 11 საათზე დაანონსდება.