Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი იმართება

04 სექტემბერი, 2018 16:44

2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში სამხრეთ კავკასიის ფორუმი იმართება. 

ფორუმს დღეს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც ის რუსული რბილი ძალის აგრესიულ გამოვლინებად.  შეაფასა

ფორუმში სახელწოდებით, „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, ბლოგერები რუსეთიდან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.  

ფორუმს რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდი აფინანსებს და მისი სამი მონაწილე, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში არ შემოუშვეს. 

საზღვრიდან უკან გააბრუნეს „იტარტასის“ სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე.

მედიაფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განიხილავენ ამჟამინდელ ტენდენციებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედიების საქმიანობაში და ასევე - მედიის როლს კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში. 

ფორუმის სპეციალური სტუმარია დიმიტრი კოსირევი, რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი.

პროგრამის მიხედვით ფორუმის მომხსენებლები არიან:

ITAR-TASS- ის სამხედრო მიმოხილველი ვიქტორ ლიტოვინი;

რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი (Airo-XXI) გენადი ბორდიუკოვი;

„რუსეთი დღეს“ წარმომადგენელი საქართველოში ტატო ლასხიშვილი. 

გაზეთ „ჩრდილოეთ ოსეთის“ მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი ალან კასევი;

პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო.

მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტიკური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი", პრესკლუბი „სოდრუზესტოვო" და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო". 

ფორუმი სასტუმრო „ვერა პალასში" მიმდინარეობს და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

რუსეთის მოქალაქეები ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, საქართველოში არ შემოუშვეს

ფოტო: თბილისში 2017 წელს სამხრეთ კავკასიის ფორუმზეა გადაღებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^