განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რიგგარეშე მობილობა გამოაცხადა იმ პირებისთვის, რომლებიც ჩარიცხვის მიზნით შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს ვერ მიმართავენ.
როგორც ცენტრში განმარტავენ ვებ-გვერდზე 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
დღევანდელი მონაცემებით, აბიტურიენტებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგი უნივერსიტეტები სთავაზობენ:
2. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობსი უნივერსიტეტი
3. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
4. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია
5. შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი
6. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი
7. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძალა. უნივერისტეტის შეფასებით, საბჭოს მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საბჭოს გადაწყვეტილება აქციებით გააპროტესტეს.
მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმე - რევაზ ხოფერიას სამართლებრივი შეფასება
შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა
„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე
განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან
სახელმწიფო რეპრესიები აზიანებს ქვეყნის განათლების სისტემას - CDI-ის და CCIIR-ის განცხადება
ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ