საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და პროფკავშირის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.
როგორც მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, დღეს არხის დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მაღლაფერიძემ შვებულება აიღო.
„ძალიან საოცარი კომენტარები გვესმის. მოცემულ ეტაპზე გენერალურმა დირექტორმა სასწრაფო შვებულება აიღო. დღეს, 14:00 საათზე, ვასილ მაღლაფერიძესთან უნდა მქონოდა შეხვედრა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ შედგა, ასეთი გაუგებარი მიზეზის გამო. დღეს ვიკრიბებით პროფკავშირის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბედი და სამოქმედო გეგმას დავსახავთ. ეს გადაწყვეტილება მინდა, ისეთ ადამიანებთან ერთად იყოს შეჯერებული, ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს მართვისა და მედიასთან ურთიერთობის დარგში", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
LIVE ► „სოლიდარობა მაუწყებლის თანამშრომლებს!“ - ტელევიზიასთან აქცია იმართება
საზმაუს თანამშრომლები ხვალ, მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ კვლავ ტელევიზიასთან შეიკრიბებიან