Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახალამ" სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა

06 სექტემბერი, 2018 17:32

გიორგი გიორგანაშვილმა („ბახალამ“) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მისი ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, საჩივრის დასაშვებობაზე შემდეგი არგუმენტები აქვთ:

„მტკიცებულებები არ იყო ობიექტურად შეფასებული. ყურადღება არ მიექცა ხელბარგის საკითხს, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე აპელაციაშიც. ყურადღება ასევე არ მიექცა იმას, რომ მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენების ანაბარა არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი და ა.შ.“, - ამბობს მახარაძე.

მისი თქმით, თუ უზენაეს სასამართლოში დაცვის მხარისთვის სასურველი შედეგი არ დადგა, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მუხლით წაიღებენ.

19 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ (მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, მურმან ისაევი, ნათია ბარბაქაძე) უცვლელად ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულის მუხლითაც წაუყენა. აღნიშნულ საქმეს ამ ეტაპზე პირველ ინსტანციაში განიხილავენ.

„ამ ფარსში მონაწილეობა აღარ მინდა, თქვენი იმედიღა დამრჩა" - ბახალამ დარბაზი დატოვა

ბახალას საქმე

„ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^