Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამოშლილა

07 სექტემბერი, 2018 12:26

როგორც „ლიბერალს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გუშინ, გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. თუმცა, მათივე ცნობით, „ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.“

„ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები. თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით“, - აცხადებენ მერიაში. 

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მთაწმინდაზე მშენებლობის გამო, კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა.

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა მიმდინარე წლის მაისში ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ადგილზე კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. 

ფოტო ► რა შენდება ყიფიანის ქუჩაზე

ვიდეო ►მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, კლდე ჩამოიშალა

კახა კალაძე: დღესვე დაიბარეთ კომპანია, რომელიც ყიფიანის ქუჩაზე სამუშაოებს აწარმოებდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^