
ტელეკომპანია „იბერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მან მიიღო შეთავაზება, დაეთმო ტელევიზია.
ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში საუბრისას ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ „ომეგა ჯგუფი“ უკვე ორი წელია, ფინანსური პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ეს ფინანსური პრობლემებიც ხელოვნურადაა შექმნილი.
„სწორედ ამ ბოლო დროს იყო ასეთი შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია. გასაგებია, რომ ვისი მხრიდან იყო შემოთავაზება, ჟურნალისტებსა და საზოგადოებასაც ეს აინტერესებს, მაგრამ ამას ვიტყვით მხოლოდ სასამართლოში და თანაც არა ქართულ სასამართლოში. დიახ, ხელისუფლების მხრიდან იყო ეს შემოთავაზება. მიზეზი პირდაპირ ცხადია არა, მაგრამ მინიშნება იყო, რომ „იბერია“ „რუსთავი -2 ზე“ უარესია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.