პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი გახდება, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში არ შევა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ვთვლი, რომ აურა, რომელიც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა. ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდო რაიხტაგი მიშას მიერ მოფიქრებული“, - განმარტა მან.
სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. 9 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საპერზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.