ზუგდიდის ყოფილი მერის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობათან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „ლიბერალს“ სუს-ში განუცხადეს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით დაიწყო.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის მერმა, რომლის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ „შაბათის კურიერი“ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა, თანამდებობა დატოვა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს.