შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე facebook პოსტს აქვეყნებს. ის მადლობას უხდის ცენტრის თანამშრომლებს და წერის, რომ „საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია“.
„მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება“,- წერს მაია მიმინიშვილი.
10 სექტემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების ხელმძღვანელები.
კერძოდ, თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმამაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა. ასევე თანამდებობა დატოვა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა მანანა მიქაბერიძემ.
მიმინოშვილი, სანიკიძე და სხვები - განათლების მინისტრმა სსიპის დირექტორები გაათავისუფლა
მინისტრის თქმით, ცვლილებები განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია. ახალი ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.