Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატრიარქი ბრძენი ადამიანია და ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს" - კობახიძე კანაფის კანონპროექტზე

17 სექტემბერი, 2018 15:03

„[პატრიარქი] არის ბრძენი ადამიანი და მას აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს" - ამის შესახებ კანაფის კანონპროექტზე საუბრის დროს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კანონპროექტის შესახებ საპატრიარქოსთან შეხვედრა გუშინ გამართა, სადაც „ძალიან კარგი საუბარი" შედგა.

„პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი და მას აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისათვის, რომ გავაცნოთ პირველ რიგში საზოგადოებას კანონპროექტის შინაარსი. ვუთხრათ საზოგადოებას ის, რასაც არასწორად ეუბნებოდნენ ჩვენი ოპონენტები, რომ აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს არის მკაფიოდ გამოსაკვეთი, რადგან საზოგადოებას დღეს სხვა რამე ჰგონია" - თქვა კობახიძემ. 

გუშინ კანაფის კანონპროექტს პატრიარქი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას".

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი", - თქვა პატრიარქმა.

ილია II მარიხუანაზე: რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^