Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე მარიხუანაზე: მცირე ოდენობით ფლობაზე იგივე მიდგომა იქნება, რაც არის მოხმარებაზე

17 სექტემბერი, 2018 16:01

„[მარიხუანის] მცირე ოდენობასთან [ფლობასთან] დაკავშირებით იქნება იგივე მიდგომა, რაც არის მოხმარებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ „ლიბერალს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებაზე არანაირი სანქცია აღარ ვრცელდება.

„მოხმარების ნაწილში ჩვენ ვიქნებით ლიბერალურები, გასაღების ნაწილში უფრო მკაცრები, ვიდრე ეს დღევანდელ კანონმდებლობაშია. ფლობა, გადატანა, გასაღება და ა.შ. ლეგალური ვერ გახდება ვერასდროს. მცირე ოდენობასთან დაკავშირებით იქნება იგივე მიდგომა, რაც არის მოხმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ არის რაოდენობა, რომლის ზევითაც არავითარ ლეგალიზაციაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი", - თქვა მდინარაძემ. 

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა [მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა],დასჯადია და პირველ ჯერზე ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-დან 6 თვემდე. განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში იგი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და არა პატიმრობას, არამედ ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ვადით, 100-160 საათამდე [იგი პირისთვის ნასამართლევის სტატუსს მოიცავს].

„გირჩის" ლიდერების მიერ საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებაზე არანაირი სანქცია აღარ ვრცელდება.

რას ნიშნავს, მარიხუანის „მოხმარება არ ისჯება“

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აფართოებს მოხმარებით ფარგლებს, ზღუდავს სანქციების დაწესებას, თუმცა რჩება სივრცე იმისთვის, რომ განხორციელდეს რეგლამენტაცია" - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოხმარების რეგლამენტაცია იმ ფარგლებში მოხდება, რა ფარგლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დატოვა. 

„დეტალები არის ასახული კანონპროექტში, ამასთან დაკავშირებით გვექნება დამატებით კონსულტაციები და ყველაფერი რა თქმა უნდა გადაწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ვალდებულება, თუმცა ამ ფარგლებში და ჩარჩოებში ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციის კუთხით" - თქვა კობახიძემ. 

„პატრიარქი ბრძენი ადამიანია და ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს" - კობახიძე კანაფის კანონპროექტზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^