Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

24 სექტემბერი, 2018 12:28

მიზანშეწონილია, იცოდე, შენს კარიერას რა ბედი ელოდება ერთი-ორი წლით ადრე, - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, „მიქაუტაძე ცდილობს, გამოიყენოს ესოდენ გავლენიანი მდგომარეობა და პრივილეგირებულად მოისხას მოსამართლის მანტია უვადოდ, ანუ, პოტენციურად, იგი მოსამართლე იქნება 2047 წლამდე“.

„მიქაუტაძესთან დაკავშირებულ საქმეში დამნაშავედ ცნობილ ცოლ-ქმარს ბრიტანეთმა თავშესაფარი მისცა" - ნაზი ჯანეზაშვილი​

გიორგი მიქაუტაძის თქმით, არაფერია იმ საკითხში უცნაური, რომ ის ცდილობს, მიიღოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების კონკურსში მონაწილეობა.

„ის, რომ უვადოდ მსურს გავხდე მოსამართლე, ეს ნორმალურია. 10-წლიანი ვადა ნელ-ნელა იწურება და მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში. მე ვარ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მაქვს პრეტენზია რომ გადავინიშნო მოსამართლედ უვადოდ. ამის ერთადერთი საშუალება არის კონკურსში მონაწილეობა. მიზანშეწონილია, იცოდე, შენს კარიერას რა ბედი ელის ერთი-ორი წლით ადრე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნაზი ჯანეზაშვილის სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა .

„2016 წლის ამბავი ახალი ნამდვილად არ არის, ვგულისხმობ ხაჭაპურიძის და ხაჩიძის საქმეს. ყოველ ჯერზე, როდესაც დასჭირდებათ „შავი კამპანიის“ აგორება, იხსენებენ ამ საქმეს. საკითხი შეეხებოდა სამართალდარღვევის საქმეს, რომელშიც ეს პირები (ხაჭაპურიძე და ხაჩიძე) მონაწილეობდნენ. ამაზე განაწყენებულები დამესხნენ თავს, რასაც კანონისმიერი რეაგირება მოჰყვა ჩემი მხრიდან. ლტოლვილის სტატუსი ბევრ მოქალაქეს აქვს და ამით არაფერი დასტურდება. რაც შეეხება მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის საქმეს, იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვისას მე მონაწილეობა არ მიმიღია", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^