Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთო კახიძე ვანო მერაბიშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს

24 სექტემბერი, 2018 18:04

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, ოთო კახიძე ყოფილი შს მინისტრის საზღვარგარეთ, მაღალი დონის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. რათა გადამოწმდეს დიაგნოზი, დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზები და ჩაუტარდეს მკურნალობის კურსი.

ოთო კახიძე მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს. 

„მერაბიშვილმა მოუგო ხელისუფლებას ყველაზე მძიმე მუხლით საქმე სტრასბურგში - ევროსასამართლომ თქვა, რომ მისი პატიმრობა არალეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. ვანო წლობით ჰყავთ სამარტოო საკანში, რაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა არაჰუმანურ მოპყრობასთან გათანაბრებულად მიიჩნია. მან მოიხადა 5 წელზე მეტი შეფარდებული სასჯელის, რაც კანონით ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას, მაგრამ დაუსაბუთებლად უარს ეუბნებიან. ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა, რაზეც სრულად არის პასუხისმგებელი ეს ხელისუფლება“,- წერს კახიძე სოციალურ ქსელში.

დღეს ყოფილი შს მინისტრის ადვოკატებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის მერაბიშვილის არანაირი მკურნალობა არ უტარდება.

ადვოკატების განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებული, მასთან შეთანხმებით, რამდენჯერმე გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია. უწყებაში ამბობენ, რომ მერაბიშვილს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^