მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს. ამის შსახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს მინისტრმა სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. იქამდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გიორგი მაჩაბელი ხელმძღვანელობდა.
****************
ბერიკა შუკაკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მან 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2002 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ზოგადი განათლების მართვაში ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წელს დაიცვა დისერტაცია განათლებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადისერტაციო თემა: ოჯახის, სკოლისა და მოსწავლის ფაქტორების გავლენა მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე კითხვაში
(პიზა 2009 წლის კითხვის ტესტის შედეგების ანალიზი: განვითარებული (ესტონეთი) და განვითარებადი (აზერბაიჯანი) ქვეყნების მაგალითზე). აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროგრამებისა და მოგვიანებით ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.