Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე ხარვეზებზე საუბრობს

01 ოქტომბერი, 2018 17:38

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბერს სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. 

მალევე სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განცხადებების მიღების ვადა 23 სექტემბერს ამოიწურა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპები დასრულებულია და გადაწყვეტილება, თუ ვინ დაიკავებს შესაბამის პოზიციებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

გასაუბრების ეტაპზე არსებულ ხარვეზებსა და საეჭვო გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას  დავით ყიფიანი, რომელიც ამ პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დავით ყიფიანმა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ხარისხის მართვისა და ორგანიზციული განვითარების კონულტანტია, რამდენიმე წლის წინ ცენტრში სტრატეგიული სამსახურის უფროსად მუშაობდა, ასევე, არის  ავტორიზაციის ექსპერტი.

უფრო კონკრეტულად კი, ის fecebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გასაუბრებას არ ესწრებოდა არც მინისტრი და არც რომელიმე მოადგილე; გასაუბრებას უძღვებოდნენ იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლები; გასაუბრებაზე შესულებმა კი განაცხადეს, რომ ეს გასაუბრება კი არა, ტესტირება იყო - შეკითხვები კანონის კონკრეტული მუხლების ცოდნის შესახებ.

როგორც დავით ყიფიანმა „ლიბერალს“ უთხრა გასაუბრების გასავლელად ცენტრში დაახლოებით 12-ის ნახევრიდან 2-ის ნახევრამდე იმყოფებოდა. თუმცა, ვინაიდან საათ-ნახევრის განმავლობაში მისი გასაუბრების რიგი ვერ დადგა, მან ცენტრი დატოვა ისე, რომ გასაუბრება არ გაუვლია. 

„მივიჩნევ რომ ყოველივე ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება განათლების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურული ერთეულის მომავალი ხელმძღვანელის არჩევის მიმართ. სრულებით დაუშვებელია, რომ განათლების ხარისხის განვითარების პოლიტიკის გამსაზღვრელ მომავალ ხელმძღვანელს იმგვარად აფასებდნენ, როგორც სამინისტროს რიგით თანამშრომელს. თუ მინისტრი საჭიროდ მიიჩნევდა, რომ კანდიდატების კანონმდებლობის ცოდნის შემოწმება აუცილებელია, შესაძლებელი იყო, გამოყენებული ყოფილიყო ტესტირების ეტაპიც, რასაც კანონი არ უშლის.  სამწუხაროდ, ვერც მინისტრმა და ვერც განათლების მიმართულების კურატორმა  მოადგილემ ვერ მოიცალეს ასეთი უმნიშვნელო საქმისათვის, როგორც სსიპ-ის დირექტორის კანდიდატებთან შეხვედრაა, ხოლო იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ვერც მოსთხოვ კანდიდატის განთლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვების და მიდგომების შეფასებას, რასაც გულისხმობს გასაუბრების ეტაპი“,- წერს ყიფიანი. 

როგორც დავით ყიფიანმა „ლიბერალს“ უთხრა, კონკურსში მონაწილეობა პროფესიული ინტერესის გამო მიიღო, რადგან დაინტერსებულია, რომ ცენტრი იყოს გამართული და ეფექტიანი. თავისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე კი, კარგად იცნობს პროცესებსა და პროცედურებს და იცის, თუ რა პრობლემები და  გამოწვევებია ცენტრში.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომლის შესახებაც დავით ყიფიანი მიუთითებს, სსიპ-ების ხელმძღვანელი პირების შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია. აქამდე საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდებოდა მინისტრის 2013 წლის ბრძანებით, თუმცა აღნიშნულ ბრძანებაში 2018 წელს შევიდა ცვლილებები, რაც საჯარო არ არის და, ყიფიანის შეფასებით, კანონის უხეში დარღვევაა. 

„ყოველივე ეს მიდასტურებს ჩემსა და განათლების სისტემის შიგნით გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბატონ მიხეილ ბატიაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს სსიპ-ბის დირექტორის თანამდებობაზე მისთვის სასურველი კანდიდატები, კონკურსი კი კანონის მოთხოვნების ფორმალური დაცვაა - მეტი არაფერი“, - წერს ყიფიანი. 

„ლიბერალი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, რათა მოეწოდებინათ ინფორმაცია სსიპ-ების ხელმძღვანელების შესარჩევი კომისიის წევრების შესახებ. სამინისტროში გვითხრეს, რომ გასაუბრებას კომისიის სხვა წევრებთან ერთად მინისტრი და მოადგილეც ესწრებოდა, თუმცა ვერ მივიღეთ კონკრეტული სია კომისიის წევრების შესახებ. 

სამინისტროში ამბობენ, რომ გასაუბრების შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი და კომისიის წევრების სიაც ამ დროისთვის გასაჯაროვდება. დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

************

იხილეთ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჰქონდა კონკურსებს:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^