Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩავარდა

08 ოქტომბერი, 2018 11:08

ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის საკითხზე რუმინეთში რეფერენდუმი ჩაიშალა, რადგან ხმის მისაცემად მოსახლეობის მხოლოდ 20,4% გამოცხადდა. რეფერენდუმისთვის მოსახლეობის მინიმუმ 30%-იანი აქტივობაა საჭირო. 

რეფერენდუმზე უნდა გადაწყვეტილიყო, სურს თუ არა მოსახლეობას ქორწინების მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრა.

თუმცა, პარასკევს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ცვლილებას მხარს მოსახლეობის 90% უჭერდა. 

„კოალიცია ოჯახისთვის" პრეზიდენტმა, მიჰაილ გეორგიუმ რეფერენდუმამდე BBC-ის უთხრა, რომ ისინი კონსტიტუციის დონეზე ქორწინების დეფინიციის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის დაცვას ცდილობდნენ.  

პრაქტიკაში რეფერენდუმის შედეგები ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა არ არის აღიარებული. 

ოპოზიციურმა პარტიამ, „რუმინეთის გადარჩენის კავშირმა", რომელიც რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა 40 მილიონი ევროს გაფლანგვისთვის. მმართველი სოციალ-დემოკრატების პარტია რეფერენდუმს მხარს უჭერდა. 

_____

რეფერენდუმის გზით ერთნაირსქსიანთა ქორწინების აკრძალვის საკითხი საქართველოშიც განიხილებოდა. თუმცა, „ქართული ოცნების" ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქორწინება, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი კონსტიტუციაში რეფერენდუმის გარეშე აისახა. 

ომბუდსმენი: ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა აღიაროს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^