Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამების მოხსნის მოთხოვნა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას

08 ოქტომბერი, 2018 13:48

„საგულისხმოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის წაყენებული ვალდებულება, ეთერში არ განათავსონ საარჩევნო ვიდეო-რგოლები არაეთიკურობისა და უხამსობის მიზეზით არ ემსახურება არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და არც საარჩევნო კოდექსით დადგენილ ლეგიტიმურ მიზანს" - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელევიზიებისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  მაუწყებლებმა არ უნდა გაავრცელონ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი პოლიტიკური სარეკლამო რგოლი. ერთ-ერთ მათგანში ზურაბიშვილი „მოღალატედ" არის მოხსენიებული. 

ISFED-ის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და კანონი კრძალავს მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლას.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსით დადგენილ უფრო მაღალ სტანდარტზე აპელირებს და წინასაარჩევნო რეკლამის შეზღუდვისთვის იყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს, კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის დადგენის ნაწილში კომუნიკაციების ეროვნულ კომისია უფლებამოსილი ორგანო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ის უფლებამოსილია, მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმს ან სასამართლოს. აღნიშნული გამომდინარეობს ამავე კანონის 591 მუხლიდან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც, თავის მხრივ, სამართლებრივი ძალის მქონე აქტი არ არის, და მის საფუძველზე ზემოთ აღნიშნული სამი პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის ვალდებულების დაკისრება მაუწყებლებისთვის არაპროპორციულად ზღუდავს საარჩევნო სუბიექტების გამოხატვის თავისუფლებას" - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

კომუნიკაციების კომისია მოითხოვს, ტელევიზიებმა ამოიღონ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო 3 ვიდეო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^