
თურქულმა სასამართლომ ამერიკელ პასტორს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შინაპატიმრობაში გატარებული დრო გაითვალისწინა და ის გათავისუფლდა. თვითმხილველების თქმით, ენდრიუ ბრანსონმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას ცრემლები ვერ შეიკავა და გადაწყვეტილების მიღებამდე თქვა „მე უდანაშაულო ადამიანი ვარ. მე მიყვარს ქრისტე, მე მიყვარს თურქეთი“.
ლირის გაუფასურებაზე პოსტების გამო, 346 მომხმარებლის მიმართ თურქეთმა გამოძიება დაიწყო
თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა.
ანკარა მას ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.
მომხდარის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც თურქეთში ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია.