თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 25 სექტემბერს მერიას ოქტომბერში სამი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართა.
კახი კალაძის თქმით, ოპოზიცია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას.
„თუ საჭირო იქნება გადაკეტვა, გადაიკეტება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია" - აღნიშნა კახა კალაძემ.