აუდიტის სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი აუთვისებელი თანხის დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.
ნულოვანი ათვისების მქონე პროგრამები/ქვეპროგრამები:
- ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, რისთვისაც გამოყოფილი იყო 11 მლნ ლარი, 9 თვის გეგმით უნდა გახარჯულიყო 4 მლნ 205 ათასი, თუმცა გამოყოფილი თანხა სამინისტროს მიერ არ ათვისებულა.
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობისთვის გამოყოფილი იყო 10 მლნ ლარი, რომელიც ასევე არ ათვისებულა.
დაბალი ათვისების მქონე ზოგიერთი პროგრამები/ქვეპროგრამები:
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება- გათვალისწინებულია - 2 მლნ 500 ლარი.
- დევდორაკის გვირაბის მშენებლობა - გათვალისწინებულია 15 მლნ ლარი
- ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; გათვალისწინებული თანხა - 25 მლნ ლარი
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა; გათვალისწინებული თანხა - 20 მლნ ლარი
- ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა; გათვალისწინებული თანხა - 25 მლნ ლარი
- სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა; გათვალისწინებული თანხა 2 მლნ ლარი
- სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია; გამოყოფილი თანხა 32 მლნ. ლარი
- რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები; გათვალისწინებულია თანხა - 12 მლნ ლარი
აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, თუ რატომ ვერ აითვისა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სამინისტრომ.
მაგ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობისთვის“ გამოყოფილი იყო 10 000 ათასი ლარი, თუმცა 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 1 825 ათას ლარს, ათვისების მაჩვენებელი კი 0%-ია.
სამინისტრომ აუდიტის სამსახურთან განმარტა, რომ აუთვისებლობის მიზეზს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პროექტის კონცეფციის შემუშავების გაჭიანურება;
გუშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, სატენდერო პროცედურების დარღვევით ვერ გამოცხადდებოდა გამარჯვებული, მიუხედავად იმისა, დარჩებოდა თუ არა ბიუჯეტი აუთვისებელი.
„მთავარია, კანონის დაცვა. სატენდერო პროცედურების დარღვევით ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის, იმის მიუხედავად, ბიუჯეტი გვაქვს თუ არა შესასრულებელი“, - თქვა ცქიტიშვილმა.
პროგრამები, რომლებშიც განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ვერ დახარჯა
აუდიტის სამსახური: ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა