Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► მინდა ვიშოვო ფული, რომ ის აფხაზეთი და ოსეთი ვიყიდო - „საქართველო - ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მონაწილე

19 ოქტომბერი, 2018 13:52

დღეს დილიდან სასტუმრო „ძველი თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა ბიზნესფორუმი „საქართველო - ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“. 

ბიზნესფორუმის ქართველი მონაწილე და დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ აგლაძე ღონისძიების შესახებ ამბობს, რომ ეს არ არის ევრაზიული კავშირის ფორუმი - „ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესფორუმი“. მისივე თქმით, ღონისძიებას ორგანიზატორი არ ჰყავს. 

აგლაძის თქმით, საინტერესო წინადადებებით 79 კომპანიაა ჩამოსული და სურს, კომპანიებს ხელი შეუწყოს და შემოიყვანოს საქართველოში.

„კრეტინები არიან ყველანი, ვინც ამას ვერ იგებს, რა შუაშია აქ პოლიტიკა? აქ არის სუფთა ბიზნესი, მეტი არაფერი“, - აცხადებს აგლაძე. 

მისი თქმით, ორგანიზატორმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ფორუმის დასახელებაში „ევრაზიული კავშირი“ გამოიყენა.

„ამათ უნდათ, რომ დააარსონ საწარმოები, რომლის ბაზაზეც ივაჭრებენ ევროპასა და ჩინეთთან“, - ამბობს ფორუმის მონაწილე. 

მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ ევრაზიულ ბიზნესფორუმს აქციით დახვდნენ

ჟურნალისტებმა ბიზნესმენს უთხრეს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირს აქვს სანქციები დაწესებული რუსეთისთვის, მათთვის, ცხადია, რომ მომხიბვლელია საქართველოში წარმოების დაწყება - რასაც ბიზნესმენმა უპასუხა: 

„ევროკავშირის ელჩს დაუსვით, ჩემო კარგო, ეგ შეკითხვა და თქვენ ამ პროვოკაციულ შეკითხვებს დაანებეთ თავი, თორემ გაგიშვებთ, სადაც საჭიროა. ეგეთ საკითხებს დაანებეთ თავი. ეს არის სუფთა ბიზნესი. ჩვენ გვინდა ვაჭრობა. აქეთ გვეხვეწება ევროკავშირი, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან დაამყარეთო. ყველაზე მეტ ღვინოს რუსეთში ვყიდით. ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის. 

მე მინდა, რომ ვიშოვო ფული, რომ ის აფხაზეთი და ის ოსეთი ვიყიდო ასეთი მიდგომა მაქვს. თუ რუსეთი მტერია, გამოაცხადოს სახელმწიფომ, არ გავყიდოთ ღვინო, არ შემოვუშვათ ტურისტები, გადავკეტოთ ყველაფერი, როგორც გამსახურდიამ გააკეთა და დავრჩებით სიპ ქვაზე. თუ ვვაჭრობთ, ვივაჭროთ, თუ არ ვვაჭრობთ, მაშინ დააწერონ საზღვარზე და აღარ ვივაჭრებთ, იდიოტიზმია ამას რომ პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე. 


 გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მცირე და საშუალო ექსპორტიორთა ასოციციისა და „ინვესცენტრის“ ორგანიზებით იმართება. 

ფოტო: sputnik

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^