Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემოსავლების სამსახურმა IBSU-ის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

22 ოქტომბერი, 2018 11:48

შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა. 

როგორც დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესის დასრულების შემდგომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს.

„შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება სარჩელის გამოხმობის შესახებ, თუმცა ეს არ გულისხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელზე უარის თქმას. შესაბამისად, დღეის მდომარეობით, გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც „შავი ზღვის უნივერსიტეტმა“ 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიწვევდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.

735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გადაიხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^