„არასამთავრობო სექტორზე მიმდინარეობს თავდასხმა, ასევე, ჩემთან მიმართებაში პირადად - მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები, იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც აქამდე გამოგვიქვეყნებია. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ, რის კითხვაც უნდათ“, - განაცხადა გიგაურმა.